14:30 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
64 0 0

საქართველოს სუს-ი არ ეთანხმება მანიფესტანტების პრეტენზიებს და აცხადებს, რომ გააჩნია სრული უფლება იმუშაოს საპროტესტო აქციებზე, რათა შესაძლო საფრთხეები აკვეთოს

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუს) თანამშრომლებს აქვთ უფლება ყურადღება მიადევნონ საპროტესტო აქციებს და ამისათვის გამოიყენონ სპეციალური საშუალებები, ნათქვამია უწყების საგანგებო განცხადებაში.

განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს აღშფოთება საპროტესტო აქციებზე სუს-ის თანამშრომლების არსებობასა და მათ მიერ მონაწილეების გადაღებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-ი განმარტავს, რომ მისი თანამშრომლები შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში პრევენციულ, ოპერატიულ-სამძებრო და სხვ ღონისძიებებს ახორციელებენ.

გარდა ამისა, მათთვის ნებადართულია კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება და ვიდეოგადაღებების განხორციელება.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

17 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა ბრძოლის ახალი მეთოდები გამოიყენეს - მათ ხელისუფლებას „ბოქლომების ომი“ გამოუცხადეს. ამ აქციის ფარგლებში მომიტინგეებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება და პიკეტირება დაიწყეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოსდევს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები