თბილისის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარის გარეშე რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშვენიერაძის ზედა ინსტანციის სასამართლოში გადაყვანის გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს ათმა წევრმა მიიღო, ახალ სამსახურში მუშაობას ის 2 დეკემბერს შეუდგება

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარასკევს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში დანიშნა.

უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
ისევ სასამართლო სკანდალი – ომბუდსმენმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწუნა

ზედა ინსტანციის სასამართლოში მშვენიერაძის გადაყვანის საკითხს მხარი საბჭოს ათმა წევრმა დაუჭირა, იუწყება პირველი არხი.

მშვენიერაძე, რომელიც პოსტს 2017 წლიდან იკავებდა, ახალი მოვალეობების შესრულებას 2 დეკემბრიდან შეუდგება.

ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0