ჩხუბი და ბოქლომი ტრიბუნაზე – არეულობა საკრებულოში

© photo: Sputnikსაკრებულო
საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის მტკიცებით,  საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე უკანონო პატიმრობაშია

თბილისი,  22 ნოემბერი — Sputnik.  თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე სკანდალი მოაწყვეს იმის გამო, რომ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული მათი კოლეგა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი ან პარტიის დატოვება – აკაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძეს  13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს საღამოს მიიღო.

პროტესტის ნიშნად მისმა თანაპარტიელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომაზე პლაკატი წარწერით „თავისუფლება ირაკლი ნადირაძეს“ მიიტანეს.

ნადირაძის საქმეს შეთითხნილი უწოდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა.

 „სანამ თქვენი კოლეგა, რომელსაც თქვენ ესალმებით და ხელს ართმევთ, მთლიანად შეთითხნილი ბრალდებით ზის, თქვენ  ერთი განცხადებაც არ გააკეთეთ. ამასთან, თქვენ დასცინით სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას და პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა გაბაშვილმა.

საკუთარი გამოსვლის დასრულების შემდეგ იგი ტრიბუნას მიუახლოვდა, ბოქლომი დაადო და ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა. ბოქლომი მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებს.

თუმცა, ვნებათაღელვა ამით არ დასრულებულა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ვატო შაქარაშვილმა ყოფილი თანაპარტიელები „ნაცმოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური ატყდა და შესვენება გამოცხადდა.

მედიის ინფორმაციით, შქარაშვილსა და მმართველი პარტიის წევრ ირაკლი კუხიანიძეს შორის ჩხუბი მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0