12:44 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ვლადიმირ პუტინი და მეჰრიბან ალიევა

პუტინმა აზერბაიჯანის პირველი ლედი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (763)
9401

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა

 

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, იუწყება  Sputnik–აზერბაიჯანი.

მეჰრიბან ალიევა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პუტინმა მას სახელმწიფო ჯილდო ნოვო–ოგარევოს რეზიდენციაში გადასცა. 

 „მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვეწვიეთ და აზერბაიჯანის ერთ–ერთი ყველაზე დიდი თანამდებობის პირი ბრძანდებით. არა... ეს უკავშირდება თქვენს საქმიანობას, თქვენს მოღვაწეობას, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მხარდაჭერას მაღალ დონეზე, რომელზეც ის დღესაა აყვანილი. და ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავად ორდენის სახელწოდება, რუსეთის ლიდერის თქმით, ასახავს იმას, რასაც ალიევა რუსეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის აკეთებს. როგორც მეჰრიბან ალიევამ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, რომ პუტინმა მას რუსეთის ნამდვილი მეგობარი უწოდა.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს 20 დეკემბერს სანkტ–პეტერბურგში შეხვდება.

 „გადაეცით საუკეთესო სურვილები აზერბაიჯანის პრეზიდენტს. იმედი მაქვს, 20 დეკემბერს მას სანქტ–პეტერბურგში შევხვდებით“, – აღნიშნა რუსეთის მეთაურმა.

თავის მხრივ, ალიევამ განაცხადა, რომ მომავალში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას.

 „იზრდება ახალი თაობა. ჩვენს თაობას საერთო ფესვები აქვს, საერთო ისტორია. იზრდება ახალი თაობა და ის კავშირები, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, ახალგაზრდა თაობებს შორის ჰუმანიტარულ სფეროში, რომლებიც დღეს არსებობს, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს“, – დასძინა ალიევამ.

პუტინმა აღნიშნა ასევე, რომ ალიევა პირველად ესტუმრა რუსეთს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერის  რანგში და რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე ვლანეტინ მატვიენკოსთან ერთად გახსნის მეათე რეგიონთაშორის ფორუმს.

 „მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რეგიონების დონეზე ვითარდება“, – აღნიშნა პუტინმა.

თემები:
მსოფლიო დღეს (763)

მთავარი თემები