არჩილ თალაკვაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ გამოთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა საარჩევნო რეფორმის გატარება, მაგრამ ამავე დროს ოპოზიცია გააფრთხილა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს აქციის ფონზე ხვდება>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც უკვე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. აქციებზე პერიოდულად მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება. ორშაბათს პარლამენტის დაბლოკილი შესასვლელების გათავისუფლება სპეცრაზმის მეშვეობით გახდა აუცილებელი.

„ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ხშირად გაიმეორონ. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია", – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესწორებები კონსტიტუციაში ჩავარდა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში.

„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ 2020 წლის არჩევნებში", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

ამჟამად პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. განსახილველ დღის წესრიგშია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარების გაზრდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, დევნილებისთვის საცხოვრებლის ასაშენებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი და სხვ.

გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე>>

გარდა ამისა, პარლამენტი განიხილავს რეგიონულ პროექტებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დანიშნულებით დაიგეგმა.

ყველა ახალი ამბავი
0