18:07 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (42)
58 0 0

საქართველოსა და საფრანგეთის მინისტრები შეაფასებენ უვიზო რეჟიმის გამოწვევებთან ბრძოლისთვის მიღებულ ზომებს და შემდგომ გეგმებს განიხილავენ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გომელაური შეხვდება თავის კოლეგა კრისტოფ კასტანერს, რომელთანაც დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავს.

მინისტრები ასევე შეაფასებენ უვიზო რეჟიმის გამოწვევებთან ბრძოლისთვის მიღებულ ზომებს და შემდგომ გეგმებს განიხილავენ.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული მხარე ფრანგ კოლეგებს დაეხმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით, თუ საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება. ეს გამოიხატება იმაში, რომ საფრანგეთში საქართველოდან მიავლინეს ორი ოფიცერი, რომლებიც ჩართული არიან ფრანგული პოლიციის გამოძიებებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს სჩადიან საფრანგეთის ტერიტორიაზე.

ბრძოლა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლი) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. ამას გარდა, ევროპის ქვეყნებში ქართველი პოლიციის ატაშეები გაგზავნეს.

საფრანგეთიდან საქართველოს 13 მოქალაქე გამოაძევეს>>

საქართველოს შსს მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობდა ათ საერთაშორისო სპეცოპერაციაში, რომელთა ფარგლებში ევროპაში ათობით დამნაშავე, მათ შორის, „კანონიერი ქურდები" დააკავეს.

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (42)

მთავარი თემები