00:02 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
133 0 0

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურასთან ხელისუფლება ამ ინსტიტუტის ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია განაგრძობს სახელმწიფო სტრუქტურების კარებსა და ცალკეულ კაბინეტებზე ბოქლომის დადების ტრადიციას – ამჯერად საქართველოს პროკურატურის რიგი დადგა.

პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა>>

უფრო ადრე ბოქლომები პარლამენტის ჭიშკრებს დაადეს. ორშაბათს საქმე იქამდე მივიდა, რომ იმ აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელები დაბლოკეს, სპეცრაზმს მოუწია.

„პროკურატურას „ქართულმა ოცნებამ" დაადო ბოქლომი და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პროკურატურასთან.

პროკურატურასთან შეკრებილებმა ჯერ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, შემდეგ უკვე შენობის ეზოს ჭიშკარს ჯაჭვი შეაბეს და ბოქლომი დაადეს.

„გასაღები ხალხს", – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა აქციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, აღნიშნა მან.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები