ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზენტაცია დეკემბერში გაიმართება

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძის "ლელო"
მამუკა ხაზარაძის ლელო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო", რომელიც TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ შექმნა, პარტიად დეკემბერში გადაკეთდება, იუწყება ტელეარხი Imedi.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე: ვემიჯნებით ძალადობას და რევოლუციას

ახალი პარტიის პრეზენტაცია 12 დეკემბერს გაიმართება.

დღეს ხაზარაძის რეიტინგი ბევრ გამოცდილ პოლიტიკოსზე მაღალია. უფრო მეტიც, მან უკან ჩამოიტოვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ხაზარაძისადმი დადებითად არის განწყობილი რესპონდენტების 29%, ხოლო არჩევნებზე „ლელოსთვის" მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავს გამოკითხულთა 2%.

საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ისევე, როგორც ბიზნესში, ხაზარაძის პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეა. მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც პროკურატურამ ისინი TBC Bank-ის მეშვეობით 17 მლნ დოლარის გათეთრებაში დაადანაშაულა. ბიზნესმენებმა ხელისუფლებას მათ დევნაში დასდეს ბრალი და განაცხადეს, რომ ქვეყანა ჭაობშია.

დღეისთვის ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC Holding-ის აქციონერები არიან, თუმცა დივიდენდებთან წვდომა არ აქვთ. საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათი ანგარიშები დაყადაღებულია.

ყველა ახალი ამბავი
0