19:32 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
10510

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლს მიაჩნია, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შანსები ჯერ კიდევ არსებობს.

 

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik.  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებს  მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს, რომელიც პროპორციული წესით უნდა გაიმართოს, განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოძრაობის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

„კატეგორიულად ვაფიქსირებ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიციას, რომ გავემიჯნებით და ხელს შევუშლით ყველანაირ რევოლუციურ სცენარს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, პერსპექტივა. ერთმანეთის ჯიბრზე და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე რაღაცეები არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, პარლამენტში 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კანონპროექტი ჩავარდა – მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, ხოლო 12–მა დეპუტატმა კი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლება „ქართულმა ოცნებამ'' და ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს.

„მოვითხოვთ ქართულ პოლიტიკაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაბრუნების უფლებას და ამის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის. ჩვენ ვდგავართ იმ პროტესტის და ახალგაზრდების გვერდით, რომელბმაც მოიპოვეს პროპორციული არჩევნების უფლება. ეს არ არის რომელიმე პარტიის თემა, ეს არის სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღე. სხვა თანხვედრა „ლელოს'' ოპოზიციურ პარტიებთან არ გაგვაჩნია“,- განაცხადა ხაზარაძემ

რაც შეეხება თვითონ პარტია „ქართული ოცნების“ლიდერს, „ლელოს'' დამფუძნებლის თქმით,  ბიძინა ივანიშვილმა ნდობის ლიმიტი ამოწურა.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით მას პარტიად გარდაქმნიდა და 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები