20:41 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ სახალხო რევოლუცია აუცილებელია

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)
167 0 0

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საღვთო კანონს უკავშირებს.

თბილისი. 16 ნოემბერი. Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების განწირულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში არაფერი დალაგდება. ეს განცხადება ლევან ვასაძემ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ, რიგით 52-ე ტელემიმართვაში გააკეთა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საღვთო კანონს უკავშირებს.

„ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია, რომელიც ფიზიკის კანონებზე ძლიერია. როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ“ - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ვასაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას „ლიბერალური ურჩხულის ნაშიერებს“ უწოდებს, თავად კი გამოსავალს რევოლუციაში ხედავს.

„ამ რევოლუციას შეიძლება მშვიდობიანი ხასიათიც ქონდეს და ძალისმიერიც. ძალისმიერი ერთი ლიდერის ნებას უნდა დაემყაროს, რომელიც არ შეუშინდება ამ ტვირთს ქვეყნის გადარჩენის მიზნით. ვშიშობ, რომ ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)

მთავარი თემები