22:52 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
118 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მცირე შეხლაშემოხლასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციის მონაწილეები ოფისისკენ მიმავალ უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს,  იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

პარტიის ოფისთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და მისი თანამოაზრეები მართავენ.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შენობაში შეძახილებით აცილებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მცირე შეხლაშემოხლასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციის მონაწილეები ოფისისკენ მიმავალ უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან მანამ დარჩებიან, სანამ სხდომა არ დამთავრდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა, მრავალწლიანი ქიშპობის მიუხედავად, გაერთიანდა პრინციპით - „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო აქციების გამართვის მოთხოვნით.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები