პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატიურმა მისიებმა საქართველოში საარჩევნო რეფორმის ჩავარდნაზე კომენტარი გააკეთეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარასკევს ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან განიხილა.

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს.

„მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემ მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან", – განუცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

უფრო ადრე ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთეს ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოში.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა ახალი საპროტესტო ტალღის პირველმა ღამემ თბილისში

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები ვერ მიიღო.

კრიზისი პარლამენტში – უმრავლესობა გიორგი ვოლსკისა და გუგული მაღრაძის იმედად>>

როგორც ექსპერტები და ოპოზიცია აცხადებენ, პარტიული სიებით არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლებას გამარჯვების ნაკლები შანსები ექნება, ამიტომ მას ამჟამინდელი სისტემის შენარჩუნება აწყობს.

ამავე დროს ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0