09:10 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (192)
99 0 0

როგორც ფრაქციის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნის შემდეგ მიიღეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა და ფრაქცია „კონსერვატორების" ორმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის" წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა… მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგებისა და თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ", – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს იმ 40 დეპუტატის გადაწყვეტილების გამო, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

„არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი", – განაცხადა ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების" წევრები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, ძიძიგურის გარდა, არიან ასევე გიგა ბუკია (ფრაქციის თავმჯდომარე), და ნინო გოგუაძე.

გუშინ, გვიან საღამოს პარტია „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალაქ რუსთავიდან სანდრო ბეგაძემაც. გუშინვე განცხადებით გამოვიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა ფრუიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გიორგი მოსიძე.

კობახიძე: შესწორებები კონსტიტუციაში ხელახლა აღარ განიხილება>>

კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში გუშინ საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)

მთავარი თემები