საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ჰყავს

გამოწერა
ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბოლო დრომდე განათლების საკითხებში საქართველოს მთავრობის მეთაურის მრჩეველი იყო

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს მოაწერა ხელი.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გადადგა

ჩხენკელის წინამორბედმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა ერთი კვირის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.

მიხეილ ჩხენკელი ბოლო დრომდე განათლების საკითხებში საქართველოს მთავრობის მეთაურის მრჩეველი იყო.

2017-2018 წლებში მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0