11:45 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
კახა კალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენა დაიწყო

photo: Kakha Kaladze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ  როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შიდაპარტიულ შეხვედრებს მართავს და ადგენს იმ პირთა სიას, ვინც მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატის მოპოვების პრეტენდენტი იქნება, განაცხადა პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე ახალი სისტემით – მხოლოდ პარტიული სიებით გაიმართება. სამშაბათს პარლამენტმა ოპოზიციის ცვლილებები ჩააგდო. ახლა კენჭისყრაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი დადგება. 

 „ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა... ჯერ  გადაწყვეტილებები არ არის მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა თბილისში ზაფხულში გამართული აქციის მონაწილეთა ზეწოლის შედეგად განაცხადა. მიუხედავად ამისა, 24–მა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი კანონპროექტის შემუშავება გადაწყვიტა, რომელიც თავიდან ითვალისწინებდა არჩევნების გამართვას 3%–იანი ბარიერის პირობებში, საარჩევნო ბლოკებისა და პარტიების მონაწილეობით.

ბოლოს კი ოპოზიცია დათმობაზე წავიდა – დათანხმდა არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში გამართვას, მაგრამ ბლოკების მონაწილეობით. „ქართული ოცნება“ კი ბლოკების კატეგორიული წინააღმდეგია.

მთავარი თემები