02:52 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა

© photo : Supreme Court of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

უახლოეს მომავალში ქართველ დეპუტატებს 20 კანდიდატიდან უზენაესი სასამართლოს თერთმეტი ახალი წევრის არჩევა მოუწევთ

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საჯარო განხილვა.

ბესელია პარლამენტარ კოლეგებს „სიურპრიზს“ უმზადებს >>

კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს მოსამართლეთა 20 კანდიდატს, ახლა კი მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელ კანდიდატებს უყრის კენჭს პარლამენტი.

„გავმართავთ კონსულტაციებს როგორც კომიტეტის წევრებთან, ისე დაინტერესებულ სუბიექტებთან. შესაბამისად, გონივრულ ვადებში დაინიშნება კომიტეტის სხდომა, რათა კანდიდატებს კენჭი ვუყაროთ“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა 23 ოქტომბერს დაიწყო. მთლიანობაში ის მშვიდ ვითარებაში იმართებოდა, რამდენიმე კანდიდატის მოსმენის გარდა.

ყველაზე ხმაურიანი იყო გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენა, რომელიც ასევე არის მოსამართლის კანდიდატი. პროკურორს მოუწია პასუხის გაცემა არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებთან, არამედ მის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, რაშიც ოპოზიციამ ეჭვი შეიტანა. მოგვიანებით, თადუმაძის კვალიფიკაცია განათლების სამინისტრომ დაადასტურა დასაკითხი მოიხსნა.

სასამართლო სკანდალი და კანდიდატთა სია

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე მაშინ, როდესაც სულ მცირე 28 მოსამართლე უნდა იყოს.

თუმცა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში მოხდა. უთანხმოების მიზეზი გახდა მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია. ამ სიაში შეყვანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

შედეგად, სია გამოიწვიეს და მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყდა, რათა არავის არ შეეტანა ეჭვი სასამართლო სისტემის ობიექტურობაში.

ახალი კრიტერიუმების თანახმად, შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. განაცხადი შეიტანა 144-მა კანდიდატმა, საიდანაც პარლამენტს 20 საუკეთესო წარუდგინეს, და ახლა პარლამენტი გადაწყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა ოცივე წარდგენილი კანდიდატი არსებულ კრიტერიუმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები:

თამარ ალანია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საბჭოს თავმჯდომარე

შოთა გეწაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

მირანდა ერემაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

მამუკა ვასაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

მაია ვაჩაძე უზენაესი - სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

თამარ ზამბახიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი

ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ვლადიმერ კაკაბაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლევან მიქაბერიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

გეორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

პაატა სილაგაძე - უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე

ნუგზარ სხირტლაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ლალი პაპიაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

ნინო ქადაგიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლაშა კოჩიაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

ქეთევან ცინცაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი

ალექსანდრე წულაძე - პარტნიორი CLL იურიდიულ ფირმაში

გოჩა ჯეირანაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

მთავარი თემები