11:05 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ევროპის საბჭოს (EC) გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

© photo: Sputnik / Dominic Buten
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თბილისში შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს (EC) გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ორშაბათს საქართველოს ეწვევა, იუწყება ტელეარხი Imedi.

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტზე ფერმერებისთვის >>

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

ტელეარხის მონაცემებით, თბილისში მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე-ქვეყნის უფლებამოსილების მიღებას.

უცხოელი სტუმარი საქართველოს ასევე წარუდგენს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის დონის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა.

გარდა ამისა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ნოემბერში გადმოიბარებს და პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

20 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე ამოტვიფრულია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 1995-2001 წლებში იგი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, 2003 წელს კი „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ ლიდერი გახდა, რომლის შემდეგაც მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

მთავარი თემები