კობახიძე: მომავალ არჩევნებზე მმართველ პარტიას ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებს, შეიძლება მერკანტილურ გარიგებებში შესვლის ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს, რათა მთავრობის ფორმირების პრობლემა არ შეიქმნას, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა".

დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
შესწორებებს მსვლელობა მიეცა – საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს

მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც მმართველი პარტიის სრული გამარჯვების შანსებს ამცირებს. აქამდე არჩევნები შერეული სისტემით ტარდებოდა – 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77 დეპუტატს კი პარტიული სიით ირჩევდნენ.

„რეალურად, 45 პროცენტის პირობებშიც კი, ძალიან რთული იქნება კოალიციის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მკაფიო საარჩევნო მიზანი და ამოცანა, რომ 50-პროცენტიან მაჩვენებელს არსებითად ავცდეთ", – განაცხადა კობახიძემ.

მისი სიტყვებით, თუ 45-პროცენტიანი შედეგის პირობებშიც კი შესაძლებელი გახდება კოალიციის ფორმირება, პოლიტიკური კულტურის დეფიციტიდან გამომდინარე, ოთხი წელი ასეთ პირობებში მუშაობა საკმაოდ რთული იქნება.

„ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება, მმართველ ძალას მერკანტილურ გარიგებებში შესვლა მოუწიოს. ყოველ შემთხვევაში, ამის ცდუნება გაჩნდება", – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტში უკვე შესულია საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0