„მე ვიქნები თქვენი ფარი" – თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

© photo: courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის უწყების პირველმა პირმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები მოინახულა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მისიაში ქართული მხრიდან 872 სამხედრო მონაწილეობს, რომლებიც დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სამხედრო მისია: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები მონახულა

„მე ვიქნები თქვენი ფარი. რაც შემეძლება მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და უშუალოდ ჩემი ვალდებულება. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე, სიამაყე ჩვენი ქვეყნის. მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით, თქვენ ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს ძლიერებას. არაერთი შეხვედრა მქონდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებთან. ყველა ერთხმად აღიარებს თქვენს უმაღლეს პროფესიონალიზმს და თქვენს თავდადებას", – მიმართა ღარიბაშვილმა სამხედროებს.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მაღალი რანგის სამხედრო პირებთან და ასევე მოინახულა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია. მინისტრმა გვირგვინით შეამკო საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

დღეისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებიცაა ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.

ყველა ახალი ამბავი
0