04:52 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო სისტემის შესახებ წარდგენილ სარჩელს განიხილავს

© photo: Constitutional Court of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

მოსარჩელეები ითხოვენ, რომ 40 წლამდე პირთა სავალდებულო მონაწილეობა სისტემაში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ სარჩელი განსახილველად მიიღო, იუწყება პირველი არხი.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარიანი ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს - მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს - სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში, სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს. საუბარია ედუარდ მარიკაშვილის და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე.

სარჩელს განიხილავს სასამართლოს მეორე კოლეგია, რომელშიც თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი შედიან.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა - ის სავალდებულოა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, დანარჩენებს კი არჩევანის უფლება აქვთ.

რატომ დატოვეს დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულებმა >>

ივნისის ბოლოს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულ პირთა რაოდენობამ დარეგისტრირებულ პირთა 10% შეადგინა.

საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ რეფორმა ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ერთი არის გრძელვადიანი და გულისხმობს საპენსიო ასაკში მოქალაქეთა ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მეორე - კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.

მთავარი თემები