09:34 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)
4801

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სიტუაციას ეხებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო დაიბრუნებს ომით დაკარგულ ტერიტორიებს დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერებით, შრომით და მშვიდობით, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ინციდენტი „საზღვარზე“ და პოლიციის საგუშაგო – რითი დასრულდა ერგნეთის შეხვედრა >>

ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სიტუაციას ეხებოდა. ვითარება გამწვავდა აგვისტოში, ქართული მხარის მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, როდესაც სოფელ წნელისში „საზღვრის“ მეორე მხარეს დაიწყო შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილება“ და გააქტიურდა მავთულხლართების გაჭიმვის პროცესი.

„ჩვენ, ჩვენი ტერიტორიები, რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე, ყველა ამ ნაბიჯზე, ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი“, – განაცხადა გახარიამ.

სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა სამი დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა, რომლის დროსაც სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უიარაღო პატრული დააკავეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განაცხადეს, რომ პატრული საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და გამოხატა შეშფოთება მისი მანდატის ფარგლებში ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში შექმნილი ბარიერების გამო.

თავის მხრივ, დე–ფაქტო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ პატრულმა უკანონოდ გადაკვეთა „საზღვარი“ და „მსგავსი დარღვევების“ განმეორების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს.

საქართველომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ქართული ტეტიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)

მთავარი თემები