19:45 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით მას პარტიად გარდაქმნიდა და 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელზეც ბანკირ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ პარტიად უნდა დაფუძნდეს, 12 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა ბიზნესმენმა პრესკონფერენციაზე. 

საქართველოში უმსხვილესი TBC Bank–ის დამფუძნებელმა მას შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკით დაკავება, რაც მის და მისი ბიზნეს–პარტნიორ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ დაახლოებით 17 მლნ დოლარის გათეთრება ედებათ ბრალად.

ბიზნესმენები მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ჭაობშია.

„ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტიაში გაწევრიანება არის ღია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიის ოფისი თბილისში წლის ბოლოს გაიხსნება – სიმბოლური ადგილი უკვე შერჩეულია.

„პარტიის ოფისი გაიხსნება „თბილისი ცენტრალში“ იქ, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი შემოდის, მგზავრები რეგიონიდან. მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით. სწორედ აქ იკრიბება ჩვენი ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით მას პარტიად გარდაქმნიდა და 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. მან საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მათ რიგებში ცნობილი პოლიტიკოსები არ იქნებია, მის გეგმაშია თითოეული სფეროდან 12 ყველაზე წარმატებული ადამიანის მოძიება და შემოკრება.

დღეისათვის ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC Bank–ის აქციონერები არიან. საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათი ანგარიშები დაყადაღდა.

საქართველოში ამ დროისთვის 49 პარტიაა. ბოლო, 21 ოქტომბერს დარეგისტრირებული „გამარჯვებული საქართველოა“, რომელიც თავდაცვის ექს–მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დააფუძნა. აღნიშნული პარტიის პრეზენტაცია 11 ივნისს გაიმართა. ამ ეტაპზე ოქრუაშვილი პატიმრობაში იმყოფება, რომელსაც ბრალად ედება 20–21 ივნისის საპროტესტო აქციების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.

მთავარი თემები