მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუშილინი: კიევს დრო გაჰყავს და ცდილობს, რომ რადიკალებს თავი მოაწონოს

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკშიდენის პუშილინი
დენის პუშილინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დენის პუშილინმა ისაუბრა, თუ როგორ ასრულებენ მოწინააღმდეგე მხარეები „შტაინმაიერის ფორმულით“ გათვალისწინებულ პირობებს

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა უნდობლობა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მინსკში ხელი მოაწერა „შტაინმაიერის ფორმულას“ და განაცხადა, რომ თანახმაა ძალთა დაშორიშორებაზე.

პუშილინმა РИА Новости–ის კორესპონდენტ იური ვოიტკევიჩს გაუზიარა თავისი მოსაზრება კიევის მოთხოვნაზე დაიშალოს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები და იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება არ იცავს დონბასის ზავის პირობებს.

- როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ კიევი დასთანხმდა ძალთა დაშორიშორებას და ხელი მოაწერა „შტაინმაიერის ფორმულას“, მაგრამ, ამასთან, არანაირი წინსვლა ამ საკითხებში არ არის?

- ზელენსკი  პოროშენკოს ყველაზე ცუდ ნაბიჯებს იმეორებს. იგი ხელისუფლებაში მოვიდა მშვიდობიანი ლოზუნგებით: განაცხადა, რომ მშვიდობის პრეზიდენტია და პირველი, რასაც გააკეთებს - მშვიდობას დაამყარებს. ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ჯერ არ ისმის. არცერთი პუნქტი, ყველაზე მთავარიც კი უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ სრულდება. 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და სალომე ზურაბშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: შტაინმაიერი ჩამოვიდა როგორც პრეზიდენტი და არა როგორც „ფორმულების მატარებელი“

- როგორ შეცვლის ვითარებას დონბასში „შტაინმაიერის ფორმულის“ შესრულება?

- უნდა აღინიშნოს, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ ეს არის ზომათა მთელი კომპლექსის პოლიტიკური პუნქტების შესრულების ერთ-ერთი ელემენტი. „შტაინმაიერის ფორმულა“ ქმნის შესაძლებლობას, მისი იმპლემენტაციაც კი ქმნის შესაძლებლობას იმ დანარჩენი მომენტების განხილვისა, რომლებიც არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, როგორც ეს დონბასის ტერიტორიაზე ზომათა კომპლექსითაა გათვალისწინებული. მაგრამ უკრაინის მხრიდან ჯერ მხოლოდ ბარიერებს ვხედავთ.

- რა სარგებელს შეიძლება ელოდოს კიევი ამ შემთხვევაში?

- უბრალოდ დრო გაჰყავთ, ცდილობენ რადიკალურად განწყობილ ელემენტებს მოაწონონ თავი და ავიწყდებათ, რომ ისინი მათ ელექტორატს არ განეკუთვნებიან. რადიკალები მათ არასდროს დაუჭერენ მხარს. ეს მათი ყველაზე დიდი შეცდომა, ფუჭი მოლოდინია. ზელენსკი ხელისუფლებაში მოიყვანეს არა რადიკალებმა, არამედ ადამიანებმა, რომელთაც მშვიდობა სურთ და რომელთა რაოდენობაც, როგორც კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, 70%-ს აღემატება.

- რამ შეიძლება იქონიოს გავლენა კიევზე, რათა მან მიიღოს „შტაინმაიერის ფორმულის“ პირობები და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამას?

- ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, გარანტ ქვეყნებს. მხოლოდ რუსეთმა გადადგა და კვლავაც განაგრძობს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომლებმაც ყველანაირად უნდა უბიძგოს უკრაინას აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. მაგრამ მეექვსე წელია უკრაინა ადგილიდან არ იძვრის.  

ნოვაკი: გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთი და არა უკრაინა - Sputnik საქართველო
ნოვაკი: გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთი და არა უკრაინა

- დონეცკის სახალხო რესპუბლიკა თუ არის მზად, შეასრულოს დოკუმენტში მითითებული მოთხოვნები და მინსკის შეთანხმება?

- ჩვენ არათუ მზად ვართ, არამედ რეგულარულად ვსაუბრობთ ამაზე, ამაზე საუბრობენ ჩვენი წარმომადგენლები მინსკში. მეტიც, ჩვენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენი ქმედება ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ მინსკის პროცესი და მინსკის მოედანი, როგორც ასეთი, უნდა უწყობდეს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ალტერნატივას ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ უკრაინა, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს.

- შესაძლებელია თუ არა, „შტაინმაიერის ფორმულის“ შესრულებას მოჰყვეს დონბასში საბრძოლო მოქმედებების სრული შეწყვეტა?

- ზომათა კომპლექსი რთულ, ძალიან რთულ პირობებში შემუშავდა. ის საკმაოდ ბევრ კომპრომისულ პუნქტს შეიცავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ესაა ერთგვარი „საგზაო რუკა“, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაც უნდა მოჰყვეს და კონფლიქტის სრულფასოვანი პოლიტიკური მოგვარებაც.

- როგორ ახსნით კიევის განცხადებას იმის შესახებ, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება შესაძლებელი იქნება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გაუქმების შემდეგ?

- რთულია რაიმე ჯანსაღი მარცვალი იპოვო აღნიშნული განცხადების ფორმულირებაში. ვისთან გამართავენ მოლაპარაკებას, როგორ მოაგვარებენ კონფლიქტებს თუ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები არ იარსებებენ? სრული აბსურდია და, რასაკვირველია, უკრაინის გადასაწყვეტი არ არის დონეცკისა და ლუგანსკის არსებობა-არარსებობის საკითხი. ეს იყო ხალხის, სწორედ დონეცკის მცხოვრებთა ნების გამოვლენა. ისინი თავიანთ სახლში არიან და თავად წყვეტენ საკუთარ ბედს.

რაც შეეხება ვინმეს დაშლა-გაუქმებას, გაცილებით მეტი წინაპირობა არსებობს თავად უკრაინის დაშლისა, რადგან ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს 2014 წლის გადატრიალება, გვახსოვს მაშინდელ პროცესებში გარეშე ჩარევები. 

რუსეთის ფედერაციის პასპორტი - Sputnik საქართველო
უკრაინის ორი ოლქის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით მისცემენ

- როგორ ახსნით მინსკის მოლაპარაკებების კუთხით წინსვლას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაშლის შესახებ განცხადებების პარალელურად?

- სწორედ ეს არის უკრაინა. ძალიან არაერთგვაროვნად, არაერთმნიშვნელოვნად და უპერსპექტივოდ... ის ძალიან არასანდო მომლაპარაკებელია. რადგან, როგორც ჩემთვის ცნობილია, არავითარი განცხადებები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაშლისა და სხვა აბსურდული პუნქტების შესახებ, რომლებიც მათ მოლაპარაკების შემდეგ წამოაყენეს, მინსკში უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან არ გაჟღერებულა. ამიტომ რისთვის და რატომ კეთდება ეს - გაუგებარია.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ  РИА Новости–ის ვებ–გვერდზე

ყველა ახალი ამბავი
0