09:27 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (152)
60 0 0

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, როდის აღდგება ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მხარს უჭერს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რომლის შედეგადაც ქვეყნის ტურისტულმა სექტორმა ფინანსური დანაკარგი განიცადა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნის გავითაა შესაძლებელი, რაც დამატებით ხარჯებს გულისხმობს. ბევრი ტრანზიტულ ქვეყნად ერევანს ირჩევს.

„ავიამიმოსვლის აკრძალვამ ზარალი მიაყენა უბრალო ადამიანებს, ჩვენს ოჯახებს, დაზარალდა მცირე ბიზნესი, საოჯახო ტიპის სასტუმროები. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ავიამიმოსვლა აღდგება. ჩემთვის რთულია ვადებზე საუბარი, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მალე აღდგება ავიამიმოსვლა, მით უფრო კარგი იქნება ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ტურისტული სექტორი 700 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს ვერ მიიღებს, რამდენადაც რუსეთიდან ტურისტების მკვეთრი ზრდის მოლოდინი არ გამართლდა.

აგვისტოში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით შემცირდა, სექტემბერში კი 20,6% ვარდნა დაფიქსირდა.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (152)

მთავარი თემები