06:58 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
გიორგი გახარია

იგეგმება თუ არა გახარიასა და პუტინის შეხვედრა

© photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)
176 0 0

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება არ მიმდინარეობს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.

„ჩვენ ის ორი ქვეყანა ვართ, რომელიც, მიუხედავად ამ რთული ურთიერთობებისა, ვართ მეზობელი ქვეყნები… ამიტომ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გახარიას და პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)

მთავარი თემები