ლილუაშვილი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცეს

© State Security Service of Georgiaგიორგი ლილუაშვილი
გიორგი ლილუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუს-ს დღეიდან გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ხელმძღვანელის პოსტზე 84 ხმით ხუთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ლილუაშვილი სუს-ში 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მანამდე ის დეპუტატი იყო, დღევანდელი მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელობდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა.

სუს-ის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გომელაურმა ამ თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩაიბარა. პარლამენტმა მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0