რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი – თბილისი რუსეთთან ავიამიმოსვლას ელის

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშიAirbus-320
Airbus-320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ბარიერები არ უნდა არსებობდეს

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დუმაში საქართველოსთან ფრენების უახლოეს მომავალში აღდგენას ელოდებიან >>

ფრენები ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო.

„ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის... მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ივნისის შემდეგ პერიოდში არცერთი რუსი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არც ძალადობის, არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა აღდგეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხებს შორის ურთიერთობაში ბარიერები არ უნდა არსებობდეს.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა

„ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ადრე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან შესაძლოა უახლოეს ექვს თვეში აღდგეს. სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფრენების აღდგენის იმედი შეიძლება ვიქონიოთ.

ფრენები საქართველოში: პირველად 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მგზავრთნაკადი შემცირდა >>

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში ფრენებს დააბრუნებდა და „ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოში უმრავლესობამ გააცნობიერა რუსეთის წინააღმდეგ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე პროვოკაციის კონტრპროდუქტიულობა“.

ყველა ახალი ამბავი
0