06:59 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
მალზახ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (56)
60 0 0

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, რათა ხელისუფლებას კომისიის შექმნა და გამოძიების დაწყება აიძულოს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში მეგობრობის გამზირზე ხელმოწერებს შეაგროვებენ, მომდევნო დღეებში კი ხელმოწერების შეგროვება საქართველოს სხვა ქალაქებში იგეგმება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, რათა ხელისუფლებას კომისიის შექმნა და გამოძიების დაწყება აიძულოს.

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო.

გარდაცვლილის ოჯახმა 2018 წლის დასაწყისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სუს-ი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა უწყების მიერ სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. მათ მორალური ზიანისთვის 12 ათასი ლარი მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში მაჩალიკაშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეებს სურთ სასამართლოს გზით დაამტკიცონ, რომ დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, უფლება ეფექტიან სამართლებრივ დაცვაზე.

სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC).

რამდენიმე დღის წინ ევროპის სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგა.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (56)

მთავარი თემები