კვირიკაშვილი: პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ...

© photo: press-service of Goverment of Georgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არაფორმალურ გარემოში ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, იუწყება მთავარი არხი.

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბესელიამ კომიტეტიც და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სკანდალით დატოვა.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ჩხუბი პარლამენტში: ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში გაარტყა – ვიდეო

კვირიკაშვილი და ბესელია თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ. იქიდან გამოსულ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.

„პოლიტიკაში ნადვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ. მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქტიური მოქალაქეობრივი, თუ გნებავთ, პოლიტიკური პოზიცია მექნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ბევრი რამით არის უკმაყოფილო. ის შეეხო 20 ივნისის მოვლენებს, რომლის შესახებ ადრე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა, ასევე ისაუბრა თავის წარსულ მოღვაწეობაზე.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებს სთავაზობს >>

„მე ჩემს ქვეყანას ვემსახურე ძალიან პატიოსნად და დღემდე ასე ვაგრძელებ ცხოვრებას“, - უპასუხა მან ჟურნალისტს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.  

მან ასევე ისაუბრა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე.

„ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ბესელიას, ის აცხადებს, რომ მათ შორის შედგა მეგობრული საუბარი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს შეეხო.

ყველა ახალი ამბავი
0