გახარია საქართველო–რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის იმედს გამოთქვამს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრაგმატული პოლიტიკა ის პლატფორმაა, რომლითაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა ხელს შეუწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთულესი პრობლემების მოგვარებას.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ზალკალიანმა და ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

„ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან", – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, სწორედ დღეს, 27 სექტემბერს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ომი გამოსავალი არ არის.

„პრაგმატული პოლიტიკა არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

მიროსლავ ლაიჩაკი - Sputnik საქართველო
ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

დღეს, 27 სექტემბერს საქართველოში აღნიშნავენ ხსოვნისა და იმედის დღეს. ამ დღეს სოხუმი აფხაზური და რუსული შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი.

ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე.წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.

ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათეულობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0