სკანდალური შეწყალება: პრეზიდენტის სასახლესთან მორიგი აქცია გაიმართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა საპრეზიდენტო რეზიდენციის ჭიშკარზე მიამაგრეს ბოქლომები და სტიკერები წარწერით: „შეცვალე"

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „დააბი პრეზიდენტი“ - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი".

აქცია მოეწყო ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს" წევრების მიერ. ამით მათ გააპროტესტეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმიანება

ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობაზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. ერთ-ერთი მათგანი ძებნაში იყო, სამი კი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

აქციის მონაწილეებმა საპრეზიდენტო რეზიდენციის ჭიშკარზე სიმბოლურად მიამაგრეს ბოქლომები და სტიკერები წარწერით: „შეცვალე" და „მოღალატე“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი „დასაბმელია“, რადგან ის ქვეყნისთვის მავნე გადაწყვეტილებებს იღებს.

ეს პირველი საპროტესტო აქცია არ არის, რომელიც ბოლო დროს საპრეზიდენტო რეზიდენციასთან იმართება.

აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტისთვის – აქციის მონაწილეებმა „შეწყალების ფასები" წარმოადგინეს >>

სკანდალის მთავარი მიზეზი გახდა სამი კონკრეტული ადამიანის შეწყალება. ესენი არიან: რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს; ასლან ბეჟანიძე, რომელიც 2004 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული; ზურაბ ნადირაძე, რომელიც 1994 წელს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. ამასთან ერთად, ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12 წელი ემალებოდა, ნადირაძე - 23 წელი.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
შეწყალების საქმე: პროკურატურა პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს?

სკანდალის ფონზე სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების ამჟამინდელი წესები გადასახედია და მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ახალ წესებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები განიხილავენ.

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ყველა ახალი ამბავი
0