18:09 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
პოლიცია პარლამენტთან

პარასკევს პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

საქართველოს პარლამეტის შენობაში და მის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები დაანონსებული აქციის გამო გაძლიერდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, 20 სექტემბერს პარლამენტის შენობაში და ასევე მის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური

ამასთან, შეიზღუდება საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეთა დაშვების რეჟიმიც.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, — ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში. 

პარასკევს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქციები განახლდება, რომელიც თბილისში სამი თვეა მიმდინარეობს და რომლის მოთხოვნაც გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ხვალ აქციაზე ახალი მოთხოვნები იქნება წამოყენებული.

 

მთავარი თემები