კალაძე: შეწყალების საკითხი გადასახედია

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ორი მსჯავრდებულის – რამაზ დევაძისა და ასლან ბეჟანიძის შეწყალების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს, განაცხადა ქვეყნის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა, მათ შორის 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც აღმოჩნდა. ამჯერად კი პრეზიდენტი ასლან ბეჟანიძის შეწყალების გამო გაკიცხეს, რომელიც 12 წლის წინ დავით ოთხმეზურის მკვლელობის გამო ცოტა ხნის წინ გაასამართლეს.

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
სკანდალი გრძელდება: ოთხმეზურის მკვლელი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის

„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება... მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა და, როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით", – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ოთხმეზური 2004 წლის ოქტომბერში თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების გადაკვეთაზე მოკლეს. 2016 წლის მარტში, მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ ბეჟანიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ იგი გაამართლა.

2018 წელს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. 2019 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ 2012 წლის დეკემბერში მიღებული „ამნისტიის შესახებ კანონის" გათვალისწინებით, საპატიმრო ვადა 6 წლითა და 9 თვით განესაზღვრა.

პოლიციელის მკვლელის შეწყალება: ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს>>

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0