ილია მეორემ საქართველოს პრემიერი დალოცა

© photo: Government of Georgia / FBილია მეორე და გიორგი გახარია
ილია მეორე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სულიერი ლიდერი მთავრობის ახალ მეთაურს შეხვდა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მიიღო, დალოცა ის და მთავრობის მეთაურის პოსტზე დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ გახარია ძალზე საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა და ხალხი მისგან ცვლილებებს ელოდება.

„პირველ რიგში ჩვენ უნდა...“ – გახარიამ ახალ მთავრობას ინსტრუქციები მისცა>>

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ახალ მთავრობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და მის სამთავრობო პროგრამას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0