ზალკალიანმა ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების დაბრუნების ვადა დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული პირი
დაკავებული პირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიბიაში პატიმრობაში ოთხიდან ორი ქართველი მეზღვაური რჩება

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრაზე.

ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს >>

ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ტანზანიის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად 30 აგვისტოს ლიბიის წყლებში დააკავეს. გემი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაში ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოცოცხლდეს

„ჩვენ ოთხი მეზღვაურიდან ორი უკვე გამოვიხსენით და ისინი საქართველოში არიან უკვე. დარჩენილ ორთან -კაკალაძესთან და კომახიძესთან - დაკავშირებით აქტიური პროცედურები მიმდინარეობს. მათ, შესაბამისი სასამართლო პროცედურების შედეგად, სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ, რომლის ვადაც უკვე გასულია. ამჟამად ვიმყოფებით აქტიურ მოლაპარაკებების რეჟიმში, რომ ისინი დავაბრუნოთ და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც მათი გამოხსნა მოხერხდეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ის პირადად შეხვდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს და სთხოვა, რათა ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.

ზალკალიანი, როგორც მთავრობის დანარჩენი წევრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. მას შეცვლის გიორგი გახარია, რომელიც დღეს შსს-ს ხელმძღვანელობს. განახლებული მთავრობის დამტკიცება კვირას მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0