08:39 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტის შეფასებისგან თავი შეიკავა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა არაკორექტული უწოდა მისი მხრიდან პრემიერ მამუკა ბახტაძის გადადგომის ფაქტის შეფასებას, რაც მას ჟურნალისტებმა სთხოვეს.

„ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, არაკორექტული იქნება, აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან პოსტიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა დაველოდოთ, თუ ვინ შეცვლის პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს.

„გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, უნდა დაველოდოთ, მე პირადად დაველოდები, ჩავალ თბილისში. საერთოდ, მივიჩნევ, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება…ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ−მინისტრი 2018 წლის ივნისში გახდა, მან თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

მთავარი თემები