04:31 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
ვაჟა სირაძე

საქართველოს მთავარი პოლიციელის ვინაობა ცნობილია

© photo : courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
194 0 0

ბოლო დრომდე სირაძე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე დაინიშნა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

აღნიშნულ თანამდებობაზე ვაჟა სირაძემ მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა ცვლილებებიც მოხდა: ქვემო ქართლის რეგიონის საპატრულო პოლიციის უფროსად ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ჯოჯუაშვილი შეცვალა.

ვინ არის ვაჟა სირაძე?

ვაჟა სირაძე 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2007-2010 წლებში სირაძე თავდაცვის სამინსიტროში მუშაობდა, მოგვიანებით საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინსიტროში გააგრძელა, სადაც კარიერულ საფეხურზე ეტაპობრივად ადიოდა.

2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე პერიოდში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ვაჟა სირაძე 2015 და 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით – "მამაცობისთვის". ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

მთავარი თემები