რატომ გამოჰყვა მთავრობას პარლამენტში „საშემოდგომო“

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა წერია სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის ანგარიშში.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში წლიური ანგარიშით უკვე ორი თვეა ელოდებიან. დეპუტატები გააფრთხილეს კიდეც, საქართველო არ დატოვოთ, აგვისტოში, შესაძლოა, რიგგარეშე სხდომები ჩატარდესო. მაგრამ ამ კვირაში გაფრენილი ლარისა და მოტორტმანე ეკონომიკის შემხედვარე, დამფუძნებელმა მამებმა, როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება, ვითარება ნელ-ნელა დაამშვიდონ. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურებოდეს და არა პრობლემების რეალურ მოგვარებას. როცა არ უნდა მივიდეს მამუკა ბახტაძე პარლამენტში, ის ვერც ლარის კურსს აუვლის გვერდს, ვერც თვალებდათხრილ ახალგაზრდებს დაივიწყებენ საქართველოში და არც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების იმედი ჩანს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
Cherchez la femme, ანუ ქალთა სახეები ქართულ პოლიტიკაში

პრემიერი პარლამენტში, სავარაუდოდ, სექტემბერში მივა და მინისტრთა კაბინეტთან ერთად საკმაოდ რთულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის მაინც დასუსტებული ლარია. მართალია, უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ დოლარში მეტი ლარი მოსდით ადამიანებს და ეს კარგია, მაგრამ ვინც უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით არ არსებობს და თავადაც ცდილობს რაიმეს შექმნას, განიცდის ინფლაციის მაღალ დონეს და ფასების მატებას. იმ ხალხზე აღარაფერს ვამბობთ, დოლარში რომ აქვთ კრედიტი.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ისე მივა, მისი ანგარიში წინასწარ არ გამოქვეყნდება.

აი, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის ანგარიშები კი გამოქვეყნებულია პარლამენტის საიტზე და იმედია, მათ დეპუტატების ნაწილი მაინც გაეცნობა.

ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რა კოლოსალური შრომა გაუწევია ომბუდსმენის აპარატს 2018 წელს. მათ 6640 განცხადება ცნეს დასაშვებად და შეისწავლეს.

შესაბამისად, ანგარიში 448-გვერდიანი და საკმაოდ კრიტიკულია. ომბუდსმენი კვლავ დაჟინებით მოითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სალარიძის მკვლელობის ფაქტების გამჭვირვალე და სამართლიან გამოძიებას. ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს აფგან მუხთარლის საქმეზე.

როგორც ლომჯარიას უწყება წერს, პროკურატურიდან მათ ვერ მიიღეს საკმარისი ინფორმაცია აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რის გამოც სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს და გაეზარდოს ომბუდსმენს სისხლის სამართლის საქმეებზე წვდომის უფლება მაშინ, როცა საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცლადაა მოთხრობილი შრომითი და პაციენტების უფლებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლ მოზარდებზე. ბავშვებზე, რომლებიც სიღარიბეში იზრდებიან, და სახელმწიფოს ეძლევა რეკომენდაცია, სისტემური ცვლილებები გაატაროს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.

გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტს 14 მაისს წარედგინა. ბუნებრივია, შალვა თადუმაძე, როგორც საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს ხელმძღვანელი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ციფრები აქაც შთამბეჭდავია.

16 820 პირის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და 903 საქმეზე დაწყებული გამოძიება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში უმეტესად იზიარებს პროკურატურის პოზიციას.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის, „ქართველი ხოდორკოვსკების“, „TV პირველისა“ და 17 მილიონის შესახებ

ის, რომ პატიმრობის მოთხოვნა, მაგალითად, 76,5 პროცენტ შემთხვევაში კმაყოფილდება და არა 100 პროცენტით, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

გენპროკურორის ანგარიშში განსაკუთრებით აღნიშნულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ზომები, ბრძოლა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ და მოქალაქეებისათვის წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნება. თქვენ წარმოიდგინეთ და თადუმაძის უწყების გამოძიების მეშვეობით სახელმწიფომ 49 მილიონის ქონება დაუბრუნა მეპატრონეებს და ეს პროცესი გრძელდება.

ყველა ამ თემის განხილვა ხელისუფლებამ საშემოდგომოდ გადადო. თანაც, აგვისტოში ხომ დიპლომატიური მისიებიც ისვენებენ.

შემოდგომაზე კი, როცა წინასაარჩევნო საათი ჩართული იქნება, იმედია, მოსმენები საქმიანი იქნება და შოუს ელემენტებს ნაკლებად შევხვდებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0