თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით 585-მა უცხოელმა მიმართა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
2019 წლის იანვარ-ივნისში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ლიდერობენ ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.
| ქვეყნების მოქალაქეები | საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა |
| ირანი | 249 |
| ინდოეთი | 60 |
| ეგვიპტე | 44 |
| რუსეთი | 39 |
| თურქეთი | 33 |
საქართველოში საანგარიშო პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ეგვიპტის 10 მოქალაქეს, ავღანეთის 8 მოქალაქეს, რუსეთის ორ და ტაჯიკეთის ერთ მოქალაქეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 4 მოქალაქეს, სირიის ერთ მოქალაქეს, უკრაინის ერთ მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს.
