„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოში „რუსეთის აგენტებზე“ ისაუბრეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი
ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ქართველმა პარლამენტარებმა,  პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ქართული და რუსული მასმედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია რუსულ ენაზე ჩაატარეს. შეხვედრაზე, რომელიც მცხეთაში გაიმართა,  ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების შეხვედრების შესახებ სახელმწიფო დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებთან. ბოლო ასეთი შეხვედრა მოსკოვში 2019 წლის 15 ივლისს გაიმართა.

პარტიის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, გაეზიარებინათ ჟურნალისტებისთვის თავიანთი შეხედულებები საქართველო-რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პროცესზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი.

 „შედეგი ვერ მიიღწევა“

სწორედ ასე დაახასიათა დავით თარხან-მოურავმა საქართველოს სწრაფვა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ.

„ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში 29 ქვეყანა შედის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი დაგვიცავენ. რასაკვირველია, კარგია 29 დამცველი, მაგრამ ეს მიუღწეველი ამოცანაა. რუსეთი ჩვენს სწრაფვას ალიანსისკენ აღიქვამს, როგორც მტრულ ნაბიჯს და ამას დაუფარავად აცხადებს“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს ურთიერთობა ნელ-ნელა გაღრმავდა, 2011 წელს კი საქართველომ „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მოიპოვა. 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვას შეუწყობდა ხელს. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliკონფერენცია: ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი, პაატა გულაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოში „რუსეთის აგენტებზე“ ისაუბრეს - Sputnik საქართველო
კონფერენცია: ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი, პაატა გულაშვილი

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთმა მიდგომამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ჩვენ მხოლოდ უარყოფითი შედეგი გვაქვს. ნატოში ისეთი კონფლიქტური ქვეყნები, როგორებიც არიან საბერძნეთი და თურქეთი, ვერ აგვარებენ თავიანთ პრობლემებს, რადგან ალიანსში არ არსებობს კონფლიქტის მოგვარების მექანიზმები“, - ხაზი გაუსვა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

სწორედ ამიტომ ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ნეიტრალურ პოზიციას, კერძოდ, სამხედრო მიუმხრობლობას. 

კონფერენცია: ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, პაატა გულაშვილი - Sputnik საქართველო
მცხეთაში იმართება კონფერენცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემაზე

 „სამხედრო მიუმხრობლობა - ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის წყალობითაც ჩვენ მომავალში დადებით ცვლილებებს მივიღებთ. თუ საქართველოს მთავრობა ორიენტირებული იქნება ამაზე, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით უზარმაზარ პოზიტივს მივაღწევთ“, - განაცხადა  დავით თარხან-მოურავმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ არაერთი მიტინგი და აქცია ჩაუტარებიათ, რათა საქართველოს „სამხედრო მიუმხრობლობის“ მიმართულება აერჩია.

 „ჩვენ არასდროს მოგვიხსნია ეს საკითხი დღის წესრიგიდან“, - ხაზი გაუსვა თარხან-მოურავმა.

ტყუილის გარეშე

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა თავისებური შეხედულება, გარკვეული ტერმინოლოგია, გარკვეული მიდგომა პრობლემებისადმი, რომლებიც თბილისს, სოხუმს, ცხინვალს, მოსკოვს შორის არსებობს. ბოლო ათწლეულებში ისეთმა ტერმინებმა, როგორებიცაა „ოკუპანტი“, „რუსეთი - მტერია“, ძალიან გაიდგა ფესვები. ასე განსაჯეთ და ეს ტერმინები ევროპის საბჭოს ერთ-ერთ დადგენილებაშიც კი არის გამოყენებული“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოწოდებები სახიფათოა

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს, რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას ამ ტერმინოლოგიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„მას ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია. აი, რა არის მთავარი პრობლემა. ვერანაირი სარგებელი იმისგან, რომ რუსეთს „ოკუპანტს“ ვეძახით, ვერ მივიღეთ“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა.

თარხან-მოურავმა საზოგადოებას მოუწოდა, უარი თქვან ტერმინ „ოკუპანტზე“. ვიდრე ეს არ მოხდება, პროგრესი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ვერ მიიღწევა.

 „და ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სინამდვილეში, წინ კი არ მივიწევდით, უკან-უკან მივდიოდით“, - დაასკვნა ღონისძიების მთავარმა გამომსვლელმა. 

ვინ არიან „რუსეთის აგენტები“ საქართველოში?

„ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრდა ასეთი აზრი - თუ არ მოგწონს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ესე იგი რუსეთის აგენტი ხარ, არ მოგწონს ბოკერიას პარტია - რუსეთის აგენტი ხარ, არ მოგწონს „ქართული ოცნებაც“ კი - რუსეთის აგენტი ხარ, ლგბტ-პრაიდის წინააღმდეგი ხარ - რუსეთის აგენტი ხარ. თუმცა ეს რა შუაშია?! ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის შეიძლება შტამპები დაგვასვან, რომ ჩვენ - „რუსეთის აგენტები“ ვართ. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliკონფერენცია: ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი, პაატა გულაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოში „რუსეთის აგენტებზე“ ისაუბრეს - Sputnik საქართველო
კონფერენცია: ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი, პაატა გულაშვილი

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც საქართველოში, „აშშ-ის აგენტი თუ ხარ - კარგია“, „რუსეთის აგენტი თუ ხარ - ცუდია“.

„წარმოგიდგენიათ, როგორი აბსურდია?! კარგი შეიძლება იყოს ერთადერთი შემთხვევა - როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგული ხარ და არა რუსეთის ან აშშ-ისა“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოჰყვა. თბილისში დაიწყო საპროტესტო, ანტისამთავრობო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. აქციის დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.

ამ მოვლენების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0