პრემიერი: ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის რეალიზებაზე ბანკირ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლო გავლენაზე კომენტარისას.

ხაზარაძე: არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს>>

პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" (მამუკა ხაზარაძე) და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა", – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ხაზარაძეს, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელია, ასევე მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, მათ ბრალი ედებათ დაახლოებით 17 მლნ დოლარის შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციაში. საუბარია 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე.

ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, არ დაუკავშირონ ეს ორი თემა ერთმანეთს.

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტზე. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულების აღება, იქნებოდა ეს ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში... ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი", – აღნიშნა ბახტაძემ.

ანაკლიის პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება?

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0