უკრაინამ მოუწოდა საქართველოს, მავრიტანიის ნაპირებთან გემის კატასტროფა გამოიძიოს

© photo: Sputnik / Alexei Danichevხმელთაშუა ზღვის ნაპირი
ხმელთაშუა ზღვის ნაპირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დროშით მცურავი გემი ქალაქ ნუადიბუში ბუქსირით გადაყვანის დროს ჩაიძირა. მანამდე ბორტზე მოხდა ხანძარი, რომლის დროს ეკიპაჟის ერთი უკრაინელი წევრი დაიღუპა.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. უკრაინამ საქართველოს მავრიტანიის სანაპიროსთან ქართული დროშით მცურავი ხომალდის კატასტროფასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა, იუწყება უკრაინის მეთევზეობის მეურნეობის სახელმწიფო სააგენტო.

საქართველოს დროშით მცურავმა ხომალდმა სახელწოდებით „ივან გოლუბეცი“ მავრიტანიის სანაპიროსთან კატასტროფა გასულ კვირაში განიცადა. უწყების ცნობით, 19 ივლისს ტექნიკური გაუმართაობის გამო ხომალდის სამანქანო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი – უკრაინის მოქალაქე.

„ხომალდ „ივან გოლუბეცზე“ ინციდენტის ობიექტური გამოძიებისა და მიზეზების დასადგენად სახელმწიფო სარეწაო სააგენტომ თხოვნით მიმართა საქართველოს ორგანოებს, ჩაატარონ ინციდენტის საკუთარი გამოძიება მავრიტანიის კომპეტენტური ორგანოების ჩართულობით, რომლის წყლებშიც მოხდა ინციდენტი“, – აცხადებენ უკრაინულ უწყებაში.

© Photo: Держрибагентство України / FBმავრიტანიის ნაპირებთან ჩაძირული გემი „ივან გოლუბეცი“
უკრაინამ მოუწოდა საქართველოს, მავრიტანიის ნაპირებთან გემის კატასტროფა გამოიძიოს - Sputnik საქართველო
მავრიტანიის ნაპირებთან ჩაძირული გემი „ივან გოლუბეცი“

გარდა ამისა, უწყების ინიციატივით შეიქმნა კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანოების და სახელმწიფო საწარმოების ჩართულობით.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, საგანგებო სიტუაციის გამო ხომალდის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება ეკიპაჟის სხვა ახლომდებარე თევზსაჭერ ბორტზე ევაკუაციის შესახებ. მოგვიანებით ქალაქ ნუადიბუს პორტში ხომალდის ბუქსირით გადაყვანისას „ივან გოლუბეცი“ ხანძრით გამოწვეული დაზიანების გამო ჩაიძირა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ქართულ პორტებში შემავალ გემებს შეღავათები დაუწესდათ

უკრაინის მეთევზეობის მეურნეობის სახელმწიფო სააგენტო აღნიშნავს, რომ ხომალდის მეფრახტე არის კომპანია „ევიალ ბიზნესი“. ხელშეკრულების ვადა 10 წელს მოიცავს. იჯარის სახსრები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. გემის ეკიპაჟი, კაპიტნის ჩათვლით – მეფრახტეს მიერ დაქირავებული თანამშრომლები არიან.

გემი „ივან გოლუბეცი“ იყო დროებით დარეგისტრირებული საქართველოს სავაჭრო ფლოტის საერთაშორისო რეესტრში. გემი საქართველოს დროშით დაცურავდა და თევზჭერას მავრიტანიისა და ბელიზის ტერიტორიულ წყლებში ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ ხომალდი უკრაინის სახელმწიფო საწარმო „სერვისს“ ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0