მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს

გამოწერა
ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პროკურატურაში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მიზნით დაიბარეს – მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციზება ედებათ ბრალად.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკას არ უკავშირდება

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

„გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება... საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადრე ხაზარაძემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, რამაც ზიანი მიაყენა TBC Bank-საც, აბსურდული უწოდა. მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთი თვის განმავლობაში 200 მლნ დოლარი იზარალეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0