12:38 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში კახა კალაძეს ადანაშაულებს

photo: Irakli Okruashvili Official / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)
180 0 0

ოქრუაშვილზე თავდასხმა 2016 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოხდა

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა, იუწყება პირველი არხი.

ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება >>

18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამის საფუძველზე ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს. იმ დღიდან ტელეარხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება.

„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს, „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა მის ნომინირებულ პირს, ხოლო ტელეკომპანიის საკუთრების უფლებას სინამდვილეში ოქრუაშვილი ფლობდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში, ხალვაშს ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა 7 მილიონი დოლარი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

იგივე გაიმეორა დღეს ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა მიხეილ ქარელმაც. მეტიც, მან განაცხადა, რომ თავად არის მომსწრე იმისა, როგორ გააყალბა ხალვაშის ხელმოწერა ოქრუაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ვნებათაღელვა 18 ივლისიდან არ ცხრება. ოქრუაშვილის გარდა, მასზე პრეტენზიებს აცხადებენ ასევე მისი დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი.

2016 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოქრუაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში გორის მოსახლეობასთან შეხვედრას ატარებდა. შეკრებილებს მიუახლოვდა წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან ოქრუაშვილის, მისი პირადი დაცვის წევრისა და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მისამართით სროლა დაიწყო.

სროლის შედეგად დაიჭრა ოქრუაშვილის პირადი დაცვის წევრი და ადგილობრივი მცხოვრები. თავად ყოფილი მინისტრი არ დაშავებულა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ინდუაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა. სასამართლომ ინდუაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)

მთავარი თემები