01:50 16 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
რუსთავი 2

ხალვაში: „რუსთავი 2"-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი დაინიშნება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
211 0 0

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანიის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას, ნათქვამია ტელეკომპანია Rustavi2-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რომელ ჟურნალისტებს შეხვდა ოქრუაშვილი - ნოდარ მელაძე შეხვედრაში მონაწილეობას უარყოფს>>>

18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ამას გარდა სტრასბურგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი2“-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. ჯერ კიდევ ხუთშაბათს ხალვაშმა განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა ყველა თანამშრომელი ადგილზე დარჩება. გვარამია შეცვალა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელიც ხუთშაბათიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს.

„18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა. ასევე მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული", – წერს ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერიდან ისეთი განცხადებები ისმის, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისკენ. ხალვაშის თქმით, ასეთი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს და ეს, დიდი ალბათობით, უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემ მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია", – წერია განცხადებაში.

„რუსთავი2“-ის თანამშრომლების სამი მოთხოვნა და ახალი დირექტორის პასუხი>>>

ხალვაშის თქმით, კომპანიას აუცილებლად სჭირდება დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

„მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი", – აღნიშნავს ბიზნესმენი.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ახალი ხელმძღვანელობისგან გარანტიებს ითხოვენ, რომ არ მოხდება თანამშრომლების გათავისუფლება და არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა.

ამისათვის მათ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის იდეა წამოაყენეს, რომელშიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე მედია-ექსპერტები შევლენ, თუმცა აღნიშნულ წინადადებაზე ქიბარ ხალვაშმა უარი განაცხადა.

ტელეკომპანია „რუსთავი2"-მა სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები