17:17 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringer
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (132)
100 0 0

მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადის არჩევნებიდან მოხსნა

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადის არჩევნებიდან მოხსნა და მომხრეებს პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა >>

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში კვირას გაიმართება.

„მე უკვე გამიჩნდა ჩემი შეკითხვები, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიეცეს შანსი ჩამოაყალიბოს უმრავლესობა ძველ პოლიტიკოსებთან დათმობების გარეშე. ამიტომ ახლა ყოველი პროცენტი მნიშვნელოვანია“, - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ ის პროცენტი, რომელსაც, სავარაუდოდ, „ახალი ძალების მოძრაობა“ მოიპოვებს, რადაში შესასვლელად შესაძლოა არ იყოს საკმარისი, სამაგიეროდ ზელენსკის წაადგება.

„მე არ მინდა, რომ ჩვენი პროცენტების გამო, რომელმაც შესაძლოა რადაში შესვლის საშუალება მაინც არ მოგვცეს, პარტია „ხალხის მსახურმა” ვერ მოაგროვოს რამდენიმე პროცენტი იმ შესაძლებლობისთვის, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება“, - დაწერა სააკაშვილმა.

ამასთან მან მოუწოდა მომხრეებს მაჟორიტარულ ოლქებში მხარი თავისი პარტიის კანდიდატებს დაუჭირონ.

„მძიმე დისკუსიების შემდეგ მხარი დავუჭირე შემდეგ გადაწყვეტილებას: ჩვენ ვთხოვთ მომხრეებს მხარი დაუჭირონ ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებს, სიებით კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხმა მისცენ „ხალხის მსახურს,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

არჩევნები რადაში შერეული საარჩევნო სისტემით მიმდინარეობს - მაჟორიტარულ ოლქებში და პარტიული სიებით. პარლამენტში მოსახვედრად დახურული სიებით პარტიებს პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, ხოლო კანდიდატებს ოლქებში ხმების უმრავლესობის მოპოვება დასჭირდებათ.

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (132)

მთავარი თემები