ხალვაშის ადვოკატმა „რუსთავი2"-ის გადაფორმების პროცედურა უკვე დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წინ
აქცია ტელეკომპანია „რუსთავი2-ის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დირექტორად თავის ადვოკატ პაატა სალიას ნიშნავს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრის სააგენტოს ქართული ტელეარხი „რუსთავი2"-ის გადაფორმების განაცხადით მაშინვე მიმართა, როგორც კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია "პანორამისთვის" გადაცემის შესახებ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
რა ბერკეტი აქვს ნიკა გვარამიას და რა შემთხვევაში დატოვებს იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს

„აღსასრულებლად წარვადგინე უზენაესის გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას. არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს "რუსთავი2"-ის მესაკუთრედ. ორი წელი და მეტი გავიდა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების ამოქმედება დროებით შეჩერდა. ახლა ევროპის სასამართლომ ის უსაფუძვლოდ მიიჩნია და გააუქმა", – განაცხადა სალიამ.

ტელეკომპანიის იურისტების სარჩელის თანახმად, ქართულ სასამართლოებში საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი: „ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება", „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება", „აზრის გამოხატვის თავისუფლება", „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები" და „საკუთრების დაცვა".

ევროპულმა სასამართლომ დასკვნა საქმეზე თბილისის დროით დაახლოებით 12:00 საათზე გამოაქვეყნა, ხოლო ხალვაშის ადვოკატის განაცხადი საჯარო რეესტრში 13:57 საათზე უკვე დარეგისტრირებული იყო. სალიამ, ამასთან, საკითხის დაჩქარებული წესით, დღესვე განხილვისთვის 220 ლარი გადაიხადა.

„რუსთავი2"-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მის დიდ პალატაში შეიძლება გაასაჩივროს. ამისთვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამი თვის ვადა არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0