ივანიშვილი ბანკირის სვლას აფასებს - ხაზარაძე პოლიტიკაში

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებას ბევრი ვარიანტი უნდა ჰქონდეს, მიიჩნევს მმართველი პარტიის დამფუძნებელი

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით მიესალმება.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის – პოლიტიკოსების რეაქცია>>

საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank და TBC Holding-ის დამფუძნებელმა, რომელიც ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებითაა დაკავებული, მამუკა ხაზარაძემ გასულ კვირაში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, თან, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მოძრაობა 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიად გადაიქცევა.

„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ახალი წესებით ჩატარდება. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", 20 ივნისიდან გამართული საპროტესტო აქციების ზეწოლით, გადაწყვიტა, დაეჩქარებინა ქვეყნის პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა.

ბანკირის სვლა

ხაზარაძემ თავისი ინიციატივა სწორედ საპროტესტო ტალღის ფონზე გააკეთა. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა სექტემბერში იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „მესამე ძალა“ და ვის გადაიბირებს ის „ოცნებიდან"

თავისი პოლიტიკური კარიერა, პრაქტიკულად, ასე დაიწყო მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება" დააარსა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი წლით ადრე მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობა" იქმნება, როგორც საზოგადოებრივი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოებრივი კონტროლი და გავლენა მოახდინოს სახელმწიფო მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე.

მოგვიანებით მან მოძრაობა პარტიად გარდაქმნა, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში, რამდენიმე სხვა პარტიასთან კოალიციაში, ხელისუფლებაში მოვიდა.

რითია ცნობილი ხაზარაძე?

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ახალი ძალა? – ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორ ლევან ახვლედიანის თქმით, ეს გამოძიება ხელს უშლის საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. ამასთან ერთად, ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში დაინტერესებულია სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" თანამშრომლობით. მთავრობამ საფინანსო გარიგების დახურვის თარიღი კონსორციუმს კიდევ ექვსი თვით გადაუვადა.

ხაზარაძე არის კომპანია TBC Holding-ის დამფუძნებელი, რომელმაც ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია), G-Star Ltd (ბულგარეთი).

ყველა ახალი ამბავი
0