ივანიშვილი: „50%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი"

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი პარტია შევა მომავალ პარლამენტში, მით უფრო მეტი პოლიტიკური ძალა აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო სისტემით პარლამენტში ხმების უმრავლესობის მიღება რთული იქნება, მაგრამ ეს რეალიზებადი ამოცანაა.

რა კავშირია IRI-ის კვლევებსა და პოლიტიკურ ანეკდოტებს შორის - პრემიერის შეფასება>>

თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების მოთხოვნების ზეწოლით ხელისუფლება დათანხმდა, რომ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ჩატარდეს და თან - ე.წ. ნულოვანი ბარიერით. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ბევრი პარტია შეიძლება მოხვდეს, შემდეგი მთავრობა, შესაძლოა, კოალიციური გახდეს.

„პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან გულისხმობს იმის ალბათობას, რომ ერთმა პარტიამ და, მათ რიცხვში, „ქართულმა ოცნებამ" გადალახოს 50%-იანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა".

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა

„თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ და თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, რაც კონსტიტუციის ერთპიროვნულად შეცვლის საშუალებას იძლეოდა. მას შემდეგ, 2019 წლის გაზაფხულზე პარტია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, ამჟამად „ქართულ ოცნებას" მხოლოდ ჩვეულებრივი უმრავლესობა აქვს, რომელიც ყველა დანარჩენი კანონის მისაღებად საკმარისია.

ბახტაძე: რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“>>

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0