04:29 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

რაზე იმსჯელეს ქართველმა დეპუტატებმა ბაქოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (38)
116 0 0

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქართულ-აზერბაიჯანული პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრთა შეხვედრაში.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ ყველა საკითხი მეგობრობისა და თანამშრომლობის ვითარებაში გადაწყვიტონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ აზერბაიჯანულ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრთა შეხვედრაზე მილი მეჯლისში, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების დელეგაცია, რომელსაც სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების სამმხრივ სხდომაში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

შეხვედრის მსვლელობისას აზერბაიჯანულ-ქართული პარლამენტთაშორისი კავშირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა აფლატუნ ამაშოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მაღალი დონეა და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის წარმატებით გრძელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქართულ-აზერბაიჯანული პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარლამენტთაშორის კავშირებს უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს.

„თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ფართოვდება. კარგად ვიცით აზერბაიჯანთან მეგობრობის ფასი", – აღნიშნა ძიძიგურმა.

სოფიო ქაცარავამ ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის პარლამენტების დეპუტატების ეფექტური თანამშრომლობის შესახებ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ორმხრივი კავშირების ფარგლებში.

„ყველა საკითხში ვგრძნობთ და ვაფასებთ აზერბაიჯანის მხარდაჭერას. საქართველოსა და აზერბაიჯანს ყველა საკითხის გადაჭრა მეგობრობისა და თანამშრომლობის ვითარებაში შეუძლიათ", – განაცხადა ქაცარავამ.

კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს>>

შეხვედრაზე დეპუტატებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საერთო ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (38)

მთავარი თემები